შპს „ენგური 2006“-ის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1887
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-09-23
გამოქვეყნების თარიღი
2011-09-23
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
შპს „ენგური 2006“-ის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1887

2011 წლის 23 სექტემბერი

ქ. თბილისი

შპს „ენგური 2006“-ის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74  მუხლის საფუძველზე შპს „ენგური 2006“ გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან სამი თვის ვადით და მან მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფ. ჭოლაშის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდ. მულხურაზე განახორციელოს 24 900 (ოცდაოთხი ათას ცხრაასი) მ3 საშენი მასალის (ქვიშა, ხრეში) მოპოვება შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:

                                                                      

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2. შპს „ენგური 2006“-მა უზრუნველყოს:

ა) სსიპ – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს შესაბამისი დასკვნით განსაზღვრული პირობების შესრულება;

ბ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 4 330 (ოთხი ათას სამას ოცდაათი) ლარის გადახდა.

პრემიერ-მინისტრი                                                                       ნ. გილაური

 

 

კრებსითი — სრული ვერსია