მესტიის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1871
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-09-23
გამოქვეყნების თარიღი
2011-09-23
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
მესტიის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1871

2011 წლის 23 სექტემბერი

ქ. თბილისი

მესტიის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. დაბა მესტიის რეაბილიტაციის მესამე ეტაპის სამუშაოების, სოფელ უშგულში ისტორიული კოშკის სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მესტიის მუნიციპალიტეტს გამოუყოს 4 000 000 (ოთხი მილიონი) ლარი.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მესტიის მუნიციპალიტეტმა პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

პრემიერ-მინისტრი                                                             ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია