საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2431
2011 წლის 14 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებით მარაბდა-ახალქალაქი-კარწახის მონაკვეთზე კერძო საკუთრებაში არსებული მიწების გამოსყიდვა-კომპენსაციისათვის საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გამოუყოს 200 000 (ორასი ათასი) ლარი.
პრემიერ‑მინისტრი ნ. გილაური