„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულებში (ქალაქი ფოთი, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და ხობის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აპრილის №826 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2429
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-12-14
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-14
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულებში (ქალაქი ფოთი, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და ხობის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აპრილის №826 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2429

2011 წლის 14 დეკემბერი

ქ. თბილისი

 „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ადმინისტრაციულ‑ტერიტორიულ ერთეულებში (ქალაქი ფოთი, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და ხობის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აპრილის №826 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ქალაქი ფოთი, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და ხობის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აპრილის №826 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ქალაქი ფოთი, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და ხობის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციას გამოუყოს 878 000 (რვაას სამოცდათვრამეტი ათასი) ევროს ეკვივალენტი ლარი, მათ შორის:

 ა) 810 000 (რვაას ათი ათასი) ევროს ეკვივალენტი ლარი – მესტიის მუნიციპალიტეტის სამთო კურორტის არქიტექტურულ-დაგეგმარებითი პროექტის შემუშავების, დაბა მესტიის რეაბილიტაციის მესამე ეტაპის საპროექტო სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად;

 ბ) 68 000 (სამოცდარვა ათასი) ევროს ეკვივალენტი ლარი – ქ. ფოთში ახალი ბულვარის დაპროექტებისა და მასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად.“.

პრემიერ-მინისტრი                                                                      ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია