„შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №187 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
359
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-05-27
გამოქვეყნების თარიღი
2014-05-28
სარეგისტრაციო კოდი
010320040.10.003.017979
„შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №187 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

ს აქართველოს მთავრობის

დადგენილება №359

2014 წლის 27 მაისი

ქ. თბილისი

 

„შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №187 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №187 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/02/2014, 010320040.10.003.017806) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:

„კ) შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელი ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში (სამცხე-ჯავახეთი) (შემდგომში – სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელი)

1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

2. სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება: ბაკალავრი;

ბ) სამუშაო გამოცდილება - არანაკლებ 3 წელი;

გ) ეროვნული უმცირესობების საკითხებზე მუშაობის არანაკლებ 1– წლიანი გამოცდილება;

დ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა (Ms. Word, Ms. Excel, Ms. PowerPoint, Internet);

ე) სომხური და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა.

3. სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს  კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“;
გ)  საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
დ)  „შერიგებისა  და  სამოქალაქო  თანასწორობის  საკითხებში საქართველოს  სახელმწიფო  მინისტრის  აპარატის  შექმნისა და დებუ­ლების  დამტკიცების  შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008  წლის 8  თებერვლის  №23  დადგენილება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია