„აჭარაში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 მაისის №984 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1353
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-07-13
გამოქვეყნების თარიღი
2012-07-13
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„აჭარაში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 მაისის №984 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1353

2012 წლის 13 ივლისი

ქ. თბილისი

 „აჭარაში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე~ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 მაისის №984 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, `აჭარაში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღო­ნის­ძიების განხორციელების თაობაზე~ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 მაისის №984 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი და მე‑2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სათხილა­მურო ტურიზმის განვითარების მიზნით, გოდერძის უღელტეხილზე სამ­თო-სათხილამურო კურორტის განვითარების და თანამედროვე სტანდარ­ტების სათხილამურო კომპლექსის მშენებლობის პირველი ეტაპის სამუშა­ოებთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად საქართველოს ფი­ნან­სთა სამინისტრომ `საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ~ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალის­წინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 100%‑იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ შპს `Goderdzi Resorts~-ს გადაურიცხოს 12 918 600 (თორმეტი მილიონ ცხრაას თვრამეტი ათას ექვსასი) ლარი.

 2. ეთხოვოს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხით გაზარდოს შპს `Goderdzi Resorts~-იs კაპიტალი.“.

 

 პრემიერ‑მინისტრი                  ივანე მერაბიშვილი

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია