„კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2476-IIს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2014-05-29
გამოქვეყნების თარიღი
2014-06-04
სარეგისტრაციო კოდი
450030000.05.001.017462
„კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს კანონი

 

 

„კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №23, 11.07.2001, მუხ. 89) დაემატოს შემდეგი შინაარსის 431 მუხლი:

„მუხლი 431. სახელმწიფო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბიბლიოთეკაში, მუზეუმში, არქივში ან სხვა ანალოგიურ დაწესებულებაში  დაცული, დაზიანებული წიგნების გაწმენდითი სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები

სახელმწიფო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბიბლიოთეკაში, მუზეუმში, არქივში ან სხვა ანალოგიურ დაწესებულებაში დაცული, დაზიანებული წიგნების გაწმენდითი სამუშაოების ჩასატარებლად საქართველოდან გატანის ან/და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემის მიზნით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარდგინების საფუძველზე საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია განკარგულებით გასცეს თანხმობა კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის ნებართვის ამ კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაუცველად გაცემაზე.“.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

29 მაისი 2014 წ.

N2476-IIს

კრებსითი — სრული ვერსია