|
„თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის ტარიფების დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 15 ივლისის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს : |
| მუხლი 1 |
„თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის ტარიფების დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 15 ივლისის №39 დადგენილებაში (სსმ, 21.07.2011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები: „დ) სტანდარტული ელექტრონული საბილეთო ბარათის საშუალებით 1 მგზავრობა - 0,3 ლარი; ე) შეღავათიანი ელექტრონული საბილეთო ბარათის საშუალებით 1 მგზავრობა – 0,2 ლარი მასწავლებლების, მოსწავლეების, სტუდენტების, პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 0-დან 70 000 სარეიტინგო ქულის მქონე და შშმ პირთათვის; ვ) ნულოვანი ელექტრონული საბილეთო ბარათის საშუალებით მგზავრობა – უფასო, ბათუმის ხანდაზმულთა სოციალური ცენტრის ბენეფიციარებისა და ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირებისათვის.“. 2. დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „მუხლი 3. მგზავრობისას შეღავათით, შეღავათიანი ან ნულოვანი ელექტრონული ბარათით მოსარგებლე პირებმა თან უნდა იქონიონ შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი მოწმობები ან/და დოკუმენტები.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|