ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება № 2032
2011 წლის 21 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარების უზრუნველსაყოფად უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 ივლისის № 1400 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63‑ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარების უზრუნველსაყოფად უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 ივლისის № 1400 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:
„გ) ამ განკარგულების „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების დროულად დაწყების მიზნით, სამუშაოების შესრულების პარალელურ რეჟიმში განახორციელოს მასთან დაკავშირებული საპროექტო და საზედამხედველო მომსახურების შესყიდვა.“.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური