საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 732
2011 წლის 1 აპრილი
ქ. თბილისი
შპს „ გზის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
„ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს № 136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლის საფუძველზე საბერიო-ჯვარის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაგეგმილ ვადებში დასრულების მიზნით შპს „ გზა“ გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან 3 თვის ვადით და განახორციელოს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მდ. ენგურზე 1 500 (ერთი ათას ხუთასი) მ3 ინერტული მასალის მოპოვება შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:
| № | X | Y |
| 1 | 257410 | 4735546 |
| 2 | 257390 | 4735575 |
| 3 | 257359 | 4735550 |
| 4 | 257371 | 4735530 |
| შ= 0,12 ჰა |
2. შპს „ გზამ“ უზრუნველყოს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნით განსაზღვრული პირობების შესრულება.
3. ცნობად იქნეს მიღებული საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაცია, რომ შპს „ გზა“ უზრუნველყოფს 10 000 (ათი ათასი) ლარის გადახდას.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური