ახალციხის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1849
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-09-23
გამოქვეყნების თარიღი
2011-09-23
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ახალციხის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1849

2011 წლის 23 სექტემბერი

ქ. თბილისი

ახალციხის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74  მუხლის საფუძველზე, ახალციხის მუნიციპალიტეტი გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან სამი თვის ვადით და ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლელოვანის მიმდებარე ტერიტორიაზე განახორციელოს 21 000 (ოცდაერთი ათასი) მ3 ანდეზიტო-ბაზალტის მოპოვება შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:

                                                                      

№

x

y

1

308536

4610915

2

308376

4610865

3

308361

4610906

4

308523

4610953

S=0.7 ჰა.

 

2. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უზრუნველყოს სსიპ – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს შესაბამისი დასკვნით განსაზღვრული პირობების შესრულება.

3. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 10 000 (ათი ათასი) ლარის გადახდა.

 პრემიერ-მინისტრი                                                                      ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია