„იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 28 მაისის №403 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
551
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-03-11
გამოქვეყნების თარიღი
2011-03-11
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 28 მაისის №403 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 5 51

2011 წლის 11 მარტი

ქ. თბილისი

„ იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 28 მაისის № 403 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად , „ იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 28 მაისის № 403 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტით დამტკიცებული „ იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის “ 2.1.5 პუნქტის „ ბ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ ბ) შერჩეული კომპაქტური ჩასახლების ობიექტებში რეალურად მცხოვრებ დევნილთა დადგენა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და სსიპ – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ, ამ უკანასკნელის დევნილთა ჩასახლებებში ჩატარებული რეგისტრაციის შედეგების გათვალისწინებით (სსიპ – სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ შესაბამისი დავალება მიიღო „ იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე განსახორციელებელ ღონისძიებათა პროგრამის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის № 4 განკარგულებით დამტკიცებული იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე განსახორციელებელ ღონისძიებათა პროგრამით); “ .

პრემიერ-მინისტრი                              ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია