2008 წლის 24 ნოემბერს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1840
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-09-14
გამოქვეყნების თარიღი
2011-09-14
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
2008 წლის 24 ნოემბერს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1840

2011 წლის 14 სექტემბერი

ქ. თბილისი

2008 წლის 24 ნოემბერს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილების შეტანის შესახებ

1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობასა და სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას“ შორის 2008 წლის 24 ნოემბერს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილების შეტანის შესახებ შეთანხმების პროექტი.

2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად შეთანხმებას საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა.

3. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების პირობების მიხედვით, შპს „მტკვარი ჰესისათვის“ საბანკო გარანტიის ოდენობის შემცირების მიზნით უზრუნველყოს შესაბამისი ქმედებების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                                                     ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია