„საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 დეკემბრის №1064 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1144
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-05-24
გამოქვეყნების თარიღი
2011-05-24
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 დეკემბრის №1064 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1144

2011 წლის 24 მაისი

ქ. თბილისი

„საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 დეკემბრის №1064 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად „საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 დეკემბრის №1064 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ზ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების“ მე-9 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უფლებამოსილია, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დადასტურებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ქონების შემძენ პირებს მოსთხოვოს, ექსპერტიზის ან/და აუდიტის ჩატარების მიზნით მიმართონ შემდეგ პირებს:“.

პრემიერ-მინისტრი                                                        ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია