საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1145
2011 წლის 24 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტის გამოთხოვის შესახებ
„საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑4 მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანს გ. ხუროშვილს მიეცეს თანხმობა, რომ საქართველოს პარლამენტიდან გამოითხოვოს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“ (საქართველოს პარლამენტში წარდგენის თარიღია 15.04.2011 №1/90).
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური