„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 აპრილის №735 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2400
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-12-08
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-08
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 აპრილის №735 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2400

2011 წლის 8 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 აპრილის №735 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექ­ტე­ბის ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თან­ხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 აპრილის №735 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და №9 და­ნართის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ლენტეხის მუნიციპალიტეტს – 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) სოფელ რცხმელურში ნაპირსამაგრი სამუშაოები;

ბ) სოფელ ტვიბში ხიდის მშენებლობა;

გ) მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაცია;

დ) სოფელ ლესემაში მდინარე ხელედურაზე ხიდის ბურჯის დამცავი ჯებირის მოწყობა;

ე) დაბა ლენტეხში მოსახლეობის დამცავი ნიაღვარსაწინააღმდეგო ბე­ტონის კედლის მოწყობა;

ვ) სოფელ რცხმელურის წყალსადენის რეაბილიტაცია;

ზ) ლენტეხის კულტურის სახლის სარდაფის დატბორვის საწინააღმ­დეგო ღონისძიებები;

თ) მდინარე ხელედურაზე სოფელ წანაშის საავტომობილო ხიდის სავა­ლი ნაწილის რეაბილიტაცია;

ი) მდინარე ცხენისწყალზე სოფელ ჭველფის საავტომობილო ხიდის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია.“.

 2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხ­­ლის მე-3 პუნქტის „დ “ ქვეპუნქტის შესაბამისად, ლენ­ტეხის მუნი­ცი­პალიტეტმა მდინარე ცხენისწყალზე, სოფელ ჭველფის საავ­ტო­მობილო ხი­დის სავალი ნაწილის რეაბილიტაციის სამუშაოების სა­ხელმ­წიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუა­ლებით.

პრემიერ-მინისტრი                                                            ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია