ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება № 2094
2011წლის 28ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 აპრილის №735 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხ ლის შესაბამისად, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 აპრილის №735 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) №7 დანართის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ახალქალაქის მუნიციპალიტეტს – 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) ქ. ახალქალაქში, ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაციისათვის;
ბ) ქ. ახალქალაქში, ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სასმელი წყლისა და კანალიზაციის ქსელის რეაბილიტაციისათვის;
გ) ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ყოფილი საბაგირო მოწყობილობების ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი სახლების წყალსადენის ხაზისა და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციისათვის.“;
ბ) №9 დანართის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ლენტეხის მუნიციპალიტეტს – 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) სოფელ რცხმელურში ნაპირსამაგრი სამუშაოებისათვის;
ბ) სოფელ ტვიბში ხიდის მშენებლობისათვის;
გ) მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაციისათვის;
დ) სოფელ ლესემაში, მდინარე ხელედურაზე ხიდის ბურჯის დამცავი ჯებირის მოსაწყობად;
ე) დაბა ლენტეხში მოსახლეობის დამცავი ნიაღვარსაწინააღმდეგო ბეტონის კედლის მოსაწყობად;
ვ) სოფელ რცხმელურის წყალსადენის რეაბილიტაციისათვის;
ზ) ლენტეხის კულტურის სახლის სარდაფის დატბორვის საწინააღმდეგო ღონისძიებებისათვის;
თ) მდინარე ხელედურაზე სოფელ წანაშის საავტომობილო ხიდის სავალი ნაწილის რეაბილიტაციისათვის.“.
2. „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ საქართველოს კანონის 101 მუხ ლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ,ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა ყოფილი საბაგირო მოწყობილობების ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი სახლების წყალსადენის ხაზისა და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდ ვა გა ნახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური