ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება № 2093
2011 წლის 28 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 ივლისის № 1429 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63 -ე მუხლის შესაბამისად , „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 ივლისის № 1429 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება :
ა) განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„1 . მესტიის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოებისა და შესაბამისი საზედამხედველო მომსახურების განხორციელების , აგრეთვე გზის მშენებლობის არეალში მოხვედრილი მიწის ნაკვეთების გამოსყიდვის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს გამოუყოს 4 700 000 (ოთხი მილიონ შვიდასი ათასი ) ლარი .“;
ბ) განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე -3 პუნქტი :
„3 . ამ განკარგულების პირველი პუნქტით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისათვის – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის გამოყოფილი თანხის ფარგლებში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს მესტიის შემოვლითი გზის მშენებლობის არეალში მოხვედრილი მიწის ნაკვეთების გამოსყიდვა და მათ სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირება, საქართველოს მთავრობის 2011 წლის 24 მაისის № 1138 განკარგულების „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე მომზადებულ განსახლების ჩარჩო დოკუმენტზე დაყრდნობით .“ .
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური