ხე-ტყის დამზადების სპეციალურ ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2071
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-10-21
გამოქვეყნების თარიღი
2011-10-21
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).00.000000
ხე-ტყის დამზადების სპეციალურ ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება № 2071

2011 წლის 21 ოქტომბერი

ქ. თბილისი

ხე-ტყის დამზადების სპეციალურ ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებული „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების“ მე-8 მუხლის 31 და 32 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ბუნებრივი რესურსების სააგენტომ უზრუნველყოს ინდივიდუალურ მეწარმე გიორგი ოქროპირიძეზე (ს/კ 59001009579) გაცემულ ხე-ტყის დამზადების სპეციალურ №0000089 ლიცენზიაში ცვლილების განხორციელება, კერძოდ, ლიცენზიით გათვალისწინებული მერქნული რესურსის სახეობების (ჯიშების) – „წიწვოვანი (ნაძვი, სოჭი)“ – ნაცვლად ლიცენზიით დადგენილი მოსაპოვებელი მერქნული რესურსის ოდენობის ფარგლებში განისაზღვროს მერქნული რესურსის სახეობები (ჯიშები) – „წიწვოვანი (ნაძვი, ფიჭვი)“.

პრემიერ-მინისტრი                                                                                     ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია