„შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2424-IIს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2014-05-14
გამოქვეყნების თარიღი
2014-05-27
სარეგისტრაციო კოდი
120190000.05.001.017446
„შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს კანონი

 

 

„შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ. 19) მე-8 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ კანონის მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული სტრატეგიული დანიშნულების პროდუქციისა და „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დამტკიცებულ ნუსხაში ვარსკვლავით აღნიშნული ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, ტრანზიტის ან რეექსპორტის შემთხვევაში ნებართვის მისაღებად ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტაციასთან ერთად ნებართვის მაძიებელმა უნდა წარადგინოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს პროდუქცია ექსპორტიორს იმავე ქვეყანაში უბრუნდება, საიდანაც  საქართველოში მისი ექსპორტი განხორციელდა.“;

ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატი უნდა შეიცავდეს:

ა) მიმღები ქვეყნის ვალდებულებას ექსპორტიორი ქვეყნის თანხმობის გარეშე მესამე ქვეყნისათვის პროდუქციის გადაცემის დაუშვებლობის შესახებ, გარდა ამ პროდუქციის საქართველოში ტრანზიტის შემთხვევისა;

ბ) მიმღები ქვეყნის ვალდებულებას თავის ტერიტორიაზე ორმაგი დანიშნულების პროდუქციის მხოლოდ მშვიდობიანი მიზნით გამოყენების შესახებ.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

14 მაისი 2014 წ.

N2424-IIს

კრებსითი — სრული ვერსია