თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს წევრის ანგარიშის წესის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
258
მიმღები ორგანო
თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
მიღების თარიღი
2014-05-21
გამოქვეყნების თარიღი
2014-05-22
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.123.016210
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს წევრის ანგარიშის წესის დამტკიცების შესახებ
 
თვითმმართველი  ქალაქი ქუთაისის  საკრებულოს  

დადგენილება №258

2014 წლის 21 მაისი

ქ. ქუთაისი

თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს წევრის

ანგარიშის წესის დამტკიცების  შესახებ

იწონებს რა, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგენლობის მიერ შემუშავებულ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს წევრის მიერ, ამომრჩევლებისათვის ანგარიშის ჩაბარების წესს, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 47-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგენლობის დირექტორის, პაატა კლდიაშვილის 2014 წლის 16 მაისის №04/05 წერილობითი მომართვის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს წევრის ანგარიშის წესი, დანართი №1–ის შესაბამისად.

/დანართი №1 დადგენილებას თან ერთვის/

მუხლი 2
დამტკიცდეს ქალაქ ქუთაისის საკრებულოს წევრის საქმიანობის ანგარიშის ფორმა, დანართი №2–ის შესაბამისად.

/დანართი №2 დადგენილებას თან ერთვის/

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, ახლად არჩეული ქალაქ ქუთაისის საკრებულოს პირველი სხდომის გამართვიდან ერთი თვის ვადაში.

საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილელევან კირკიტაძე

დანართი № 1
ქალაქ ქუთაისის საკრებულოს წევრის მიერ

ამომრჩევლებისათვის ანგარიშის ჩაბარების წესი

1. საკრებულოს წევრი (მათ შორის საკრებულოს თანამდებობის პირი) მოვალეა საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად, 6 თვეში ერთხელ მაინც, მოაწყოს საჯარო შეხვედრა ამომრჩევლებთან და მათ წარუდგინოს ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, აგრეთვე უპასუხოს ანგარიშის განხილვისას ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს.
2. საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებულია საკრებულოს წევრის ანგარიშის წარდგენის გრაფიკის შესახებ ბრძანება, საკრებულოს წევრებთან შეთანხმებით, გამოსცეს აღნიშნული წესის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში.
3. საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებულია აღნიშნული წესის ამოქმედებიდან მომავალ წლებში საკრებულოს წევრის ანგარიშის წარდგენის გრაფიკის შესახებ ბრძანება გამოსცეს ყოველი წლის დაწყებიდან არა უგვიანეს 30 დღისა.
4. საკრებულოს წევრის ანგარიშის მოსმენა ხდება ადგილობრივი თვითმმართველობის სხდომათა დარბაზში ან მოქალაქეთათვის წინასწარ ცნობილ სხვა საჯარო სივრცეში.
5. საკრებულოს აპარატი ვალდებულია გამოაქვეყნოს ანგარიშის წარდგენის დღე, ადგილი და საათი თვითმმართველი ერთეულის ვებგვერდზე, ადგილობრივ გაზეთსა და საკრებულოს სპეციალურ სტენდზე, ანგარიშის წარდგენამდე ერთი კვირით ადრე მაინც.
6. მოქალაქეებს უფლება აქვთ, შეუზღუდავად დაესწრონ საკრებულოს წევრის საჯარო ანგარიშების მოსმენას.
7. ანგარიშის მოსმენის შემდეგ, სხდომაში მონაწილე ამომრჩევლებს ეძლევათ საშუალება გამოთქვან თავიანთი შენიშვნები, წინადადებები და შეაფასონ საკრებულოს წევრის საქმიანობა.
8. საკრებულოს წევრის 6 თვის ანგარიშის ჩაბარების თაობაზე, ინფორმაციას საკრებულო იღებს ცნობად ანგარიშის წარდგენიდან უახლოეს საკრებულოს სხდომაზე.

დანართი № 2
ქალაქ ქუთაისის საკრებულოს წევრის საქმიანობის ანგარიში

(ფორმა)

თვითმმართველი ერთეულის დასახელება: –––––––––––––––––––––––––––––––––––

საკრებულოს წევრის სახელი, გვარი: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

საკრებულოში დაკავებული თანამდებობა: ––––––––––––––––––––––––––––––––––––

საკრებულოს რომელი ფრაქციის წევრია: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––

საკრებულოს რომელი კომისიის (კომისიების) წევრია: ––––––––––––––––––––––––––

არჩევის წესი (მაჟორიტარის შემთხვევაში ოლქის მითითებით): ––––––––––––––––––

საანგარიშგებო პერიოდი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

განხორციელებული საქმიანობა:

1. საკრებულოს სხდომების რაოდენობა, რომლებშიც მონაწილეობდა ანგარიშის წარმდგენი

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

2. მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებსაც საკრებულოს სხდომებზე მხარი დაუჭირა ანგარიშის წარმდგენმა

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

3. საკითხები, რომლებსაც საკრებულოს სხდომებზე მხარი არ დაუჭირა ანგარიშის წარმდგენმა

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

4. საკრებულოს კომისიების სხდომების რაოდენობა, რომელშიც მიიღო მონაწილეობა ანგარიშის წარმდგენმა

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

5. კომისიების სხდომებზე მის მიერ ინიციირებული საკითხები

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

6. მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებსაც კომისიების სხდომებზე მხარი დაუჭირა ანგარიშის წარმდგენმა

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

7. საკითხები, რომლებსაც კომისიების სხდომებზე მხარი არ დაუჭირა ანგარიშის წარმდგენმა

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

8. მოქალაქეებთან შეხვედრების რაოდენობა

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

9. ამ შეხვედრებზე დამსწრე მოქალაქეთა რაოდენობა

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

10. მოქალაქეებთან შეხვედრისას გამოკვეთილი ძირითადი საკითხები

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

11. განხორციელებული სხვა საქმიანობა

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

შედეგი, ეფექტი:

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

განხორციელებული საქმიანობის შედეგად მიღებული შედეგი, მაგალითად, ანგარიშის წარმდგენის მიერ ინიციირებული რამდენი პროექტი იქნა მიღებული საკრებულოს მიერ, რა შესრულდა ამომრჩევლის წინაშე აღებული ვალდებულებებიდან და სხვა.

შემდეგი საანგარიშგებო პერიოდის ძირითადი პრიორიტეტები:

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

კრებსითი — სრული ვერსია