საქართველოს მთავრობის
განკარგულება №815
2014 წლის 8 მაისი
ქ. თბილისი
2011 წლის 9 ნოემბერს გაფორმებულ XIGსალიცენზიო ბლოკზე პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს, ერთი მხრივ, საქართველოს სახელმწიფოს და მეორე მხრივ, Trans Atlantik INC.-ს შორის 2011 წლის 9 ნოემბერს გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების დამატება №1-ის პროექტი.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი