საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 114
2011 წლის 26 იანვარი
ქ. თბილისი
„ ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №885 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №885 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი პუნქტის „ ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ბ) ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ხელმძღვანელობით შეიქმნას სამთავრობო კომისია თანდართული შემადგენლობით (დანართი № 2);“ .
2. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 2. შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებების ხელმძღვანელებმა გამოყონ წარმომადგენლები სამთავრობო დაწესებულებების ხელმძღვანელთა მოადგილეების დონეზე განკარგულების პირველი პუნქტის „ ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამთავრობო კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად.“ .
3. პირველი პუნქტის „ ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული № 2 დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ სამთავრობო კომისიის შემადგენლობა“ .
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური