საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 101
2011 წლის 26 იანვარი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ
1 . „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -6 მუხლის შესაბამისად და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი ) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 აგვისტოს № 687 ბრძანებულების გათვალისწინებით, დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება (2011 წლის 19 იანვრის № 05 /783 ) ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი ) ქონების სახით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონების გადაცემის შესახებ :
| № | მისამართი | არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი | შენობა - ნაგებობა | სარეგისტრაციო № |
| 1
| ლენტეხის მუნიციპალიტეტი , სოფელი ხოფური ( ადმინისტრაციული შენობა ) | 1216 კვ . მ | ერთსართულიანი , განაშენიანების ფართობით – 273 კვ . მ
|
|
| 2
| დაბა ლენტეხი , თამარ მეფის ქუჩა ( სახანძრო )
| 1810 კვ . მ
| 1 . ორსართულიანი , განაშენიანების ფართობით – 232 კვ . მ ; 2 . ერთსართულიანი , განაშენიანების ფართობით – 200 კვ . მ |
|
| 3
| ლენტეხის მუნიციპალიტეტი , სოფ . მელე ( ადმინისტრაციული შენობა ) | 150 კვ . მ | ორსართულიანი , განაშენიანების ფართობით – 117 . 4 კვ . მ
|
|
| 4 | ლენტეხის მუნიციპალიტეტი , სოფ . ჟახუნდერი ( ადმინისტრაციული შენობა ) | 340 კვ . მ | ერთსართულიანი , განაშენიანების ფართობით – 293 . 6 კვ . მ
|
|
| 5
| ლენტეხის მუნიციპალიტეტი , სოფ . ჟახუნდერი ( ადმინისტრაციული შენობა ) | 450 კვ . მ | ორსართულიანი , განაშენიანების ფართობით – 275 . 9 კვ . მ
|
|
| 6
| ლენტეხის მუნიციპალიტეტი , სოფ . ჩიხარეში ( ადმინისტრაციული შენობა ) | 335 კვ . მ | ორსართულიანი , განაშენიანების ფართობით – 267 . 7 კვ . მ
|
|
2 . საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება .
პრემიერ -მინისტრი ნ . გილაური