საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 95
2011 წლის 21 იანვარი
ქ. თბილისი
თ. ჭელიძის საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე თანამომხსენებლად დანიშვნის შესახებ
„ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 156-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის წევრების პ. კუბლაშვილის, გ. მელაძის, ზ. კუკავასა და ჩ. თაქთაქიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტებზე: „ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ , „ ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ , „ დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ , „ სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ , „ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე თანამომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ ჭელიძე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური