„საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის გამონაკლისის დაშვების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2621
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-12-29
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-29
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის გამონაკლისის დაშვების თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 2621

2011 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

  „ საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის გამონაკლისის დაშვების თაობაზე

1. „ საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ სა­ ქარ­ თველოს კანონის 25-ე მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, სა­ხე­ლ­მ­წი­­ფო საქვეუწყებო დაწესებულებაზე – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტზე არ გავრცელდეს „ საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმო­ბა, რომ 2012 წლის განმავლობაში ხელშეკრულებით დაქირა­ ვე­ ბულთა რაოდენობა განისაზღვროს არა უმეტეს 19 ერთეულით.

2. განკარგულება ძალაშია 2012 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია