ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება № 2056
2011 წლის 21 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ქ. ფოთში მალთაყვის ტერიტორიაზე მშენებარე 30 ‑სახლიანი საცხოვრებელი უბნის საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის შესახებ
1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს მუნიციპალური განვი თა რების ფონდ მა:
ა) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა სამოქმედო გეგმის მხარდაჭერა: 2008 ნაწილი II“ პროექტის ფარგლებში 2011–2012 წლებში უზრუნველყოს ქ. ფოთში მალთაყვის ტერიტორიაზე მშენებარე 30‑სახლიანი საცხოვრებელი უბნის საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობის სამშენებლო სამუშაოების შესრულება;
ბ) 2011 წელს შესასრულებელი სამშენებლო სამუშაოების დაფი ნანსება განახორციელოს „ საქარ თველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯე ტის შესახებ “ საქართველოს კა ნო ნით სსიპ – საქართველოს მუნიციპა ლური განვითა რე ბის ფონდი სათვის გამოყოფილი „დევნილთა სახლების მშენებლობა/რეაბილიტაცია“ (ევროკავშირი) მუხლით (ორგანიზაციული კო დი: 25 05 0 4 ) განსაზღვ რუ ლი ასიგნებებიდან.
2 . საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქ ტურის სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მომზადების დროს გაითვა ლის წინონ ამ განკარგულებით 2012 წელს შესასრულებელისამშენებლო სამუშაოების დაფინანსებისათვის საჭირო თანხები.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური