საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 932
2011 წლის 28 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავრობასა და საქართველოს საპატრიარქოს შორის ქონებრივი საკითხების განმხილველი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 თებერვლის № 254 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63 - ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობასა და საქართველოს საპატრიარქოს შორის ქონებრივი საკითხების განმხილველი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 თებერვლის № 254 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„ა ) შეიქმნას საქართველოს მთავრობასა და საქართველოს საპატრიარქოს შორის ქონებრივი საკითხების განმხილველი სამთავრობო კომისია ( შემდგომში – კომისია ) შემდეგი შემადგენლობით :
გიორგი ბარამიძე – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი , ვიცე - პრემიერი , კომისიის თავმჯდომარე
ვახტანგ ლეჟავა – საქართველოს მთავრობის კანცელარიის მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის ( სამსახური ) უფროსი – პრემიერ - მინისტრის მთავარი მრჩეველი , კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
კახა ბაინდურაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი
რამაზ ნიკოლაიშვილი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი – საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი – საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენელი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრა ს ტ რუქტურის სა მინისტრ ოს წარმომადგენელი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა , განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენელი – საქართველოს შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი –
მამუკა ახვლედიანი – ქ . თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
ილია მაღალაშვილი – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის უფროსი , კომისიის მდივანი
მიტროპოლიტი თეოდორე ( ჭუაძე ) – ახალციხისა და ტაო - კლარჯეთის მიტროპოლიტი , სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის ქორეპისკოპოსი
მიტროპოლიტი გერასიმე ( შარაშენიძე ) – ზუგდიდისა და ცაიშის მიტრო პოლიტი , საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარე
მთავარეპისკოპოსი ანდრია ( გვაზავა ) – სამთავისისა და გორის მთავარეპისკოპოსი
ეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე) – სხალთის ეპისკოპოსი
ეპისკოპოსი იოანე (გამრეკელი) – რუსთავის, მარნეულისა და ცურტავის ეპისკოპოსი, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრის ხელმძღვანელი
ეპისკოპოსი იაკობი (იაკობაშვილი) – გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსი
პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე – თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი
დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი
დეკანოზი ბესარიონ მენაბდე – საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის თავმჯდომარე
კახაბერ მახათაძე – საქართველოს საპატრიარქოს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. “ .
პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური