„2009 წლის სექტემბერში მომხდარი მიწისძვრის შედეგად ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში მუდმივად მცხოვრები დაზარალებული ოჯახებისათვის ფულადი ერთჯერადი განაცემის გაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის №1310 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2606
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-12-29
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-29
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„2009 წლის სექტემბერში მომხდარი მიწისძვრის შედეგად ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში მუდმივად მცხოვრები დაზარალებული ოჯახებისათვის ფულადი ერთჯერადი განაცემის გაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის №1310 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 2606

2011 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

„2009 წლის სექტემბერში მომხდარი მიწისძვრის შედეგად ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში მუდმივად მცხოვრები დაზარალებული ოჯახებისათვის ფულადი ერთჯერადი განაცემის გაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის № 1310 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63 -ე მუხლის შესაბამისად, „2009 წლის სექტემბერში მომხდარი მიწისძვრის შედეგად ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში მუდმივად მცხოვრები დაზარალებული ოჯახებისათვის ფულადი ერთჯერადი განაცემის გაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის № 1310 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2012 წელს განახორციელოს „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტების“ ასიგნებებიდან.“.

პრემიერ -მინისტრი ნ . გილაური

კრებსითი — სრული ვერსია