„რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის 2011 წლის 19 ოქტომბრის №28 სხდომის გადაწყვეტილების მოწონების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2039
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-10-21
გამოქვეყნების თარიღი
2011-10-21
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
„რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის 2011 წლის 19 ოქტომბრის №28 სხდომის გადაწყვეტილების მოწონების თაობაზე

 ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება № 2039

2011 წლის 21 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის 2011 წლის 19 ოქტომბრის № 28 სხდომის გადაწყვეტილების მოწონების თაობაზე

1. „ საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 33‑ე მუხლის მე‑14 პუნქტის შესაბამისად , მოწონებულ იქნეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის № 331  დადგენილების შესაბამისად შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის 2011 წლის 19 ოქტომბრის № 28 სხდომის გადაწყვეტილება პაციენტების სამედიცინო მომსახურების დაფინანსებისა და უკვე მიღებული დაფინანსების სერვისის მიმწოდებელ სხვა დაწესებულებებში გადამისამართების თაობაზე.

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილ ასიგნებ ათა ფარგლებში.

პრემიერ‑მინისტრი                                                                ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია