მესტიაში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2601
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-12-29
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-29
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
მესტიაში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 2601

2011 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

მესტიაში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორ­ციე­ლებელი პროექტების ფონდიდან შპს „ MESTIA RESORTS “‑ს გადაურიც­ხოს 472 000 (ოთხას სამოცდათორმეტი ათასი) ლარი ჰაწვალი‑ზურულდის სათხილამურო ტრასის გასანათებელი საშუალებების შეძენის და მათი საექსპლუატაციო‑ტექნიკური პირობების გაუმჯობესების, ასევე ამ სა­მუ­შა­ოების განხორციელებისათვის აუცილებელი გზების მიყვანის ხარჯების დაფინანსების მიზნით.

2. ეთხოვოს მესტიის მუნიციპალიტეტს ამ განკარგულების პირ­ველი პუნქტით გამოყოფილი 472 000 (ოთხას სამოცდათორმეტი ათასი) ლარით გაზარდოს შპს „ MESTIA RESORTS “‑ის კაპიტალი.

3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხ­­ლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირ­ველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებთან დაკავშირებული სა­ხელმწიფო შესყიდვები შპს „ MESTIA RESORTS “-მა განახორციელოს გა­მარტივებული შესყიდვის საშუალებით.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ შპს „ MESTIA RESORTS “‑ისა­თვის გადარიცხული თანხა ასახოს, როგორც მესტიის მუნიციპალიტეტი­სათვის გადარიცხული ტრანსფერი .

პრემიერ ‑მინისტრი ნ . გილაური

კრებსითი — სრული ვერსია