„მოსახლეობის ელექტროენერგიის ხარჯების ასანაზღაურებლად განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №205 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
580
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-03-16
გამოქვეყნების თარიღი
2011-03-16
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„მოსახლეობის ელექტროენერგიის ხარჯების ასანაზღაურებლად განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №205 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 580

2011 წლის 16 მარტი

ქ. თბილისი

„მოსახლეობის ელექტროენერგიის ხარჯების ასანაზღაურებლად განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის № 205 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63 - ე მუხლის შესაბამისად , „ მოსახლეობის ელექტროენერგიის ხარჯების ასანაზღაურებლად განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის № 205 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება :

ა ) განკარგულების მე - 4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„დ ) 2011 წლის 11 თებერვლამდე № 2 დანართით განსაზღვრულ ვაუჩერის მოსარგებლეებზე შესაბამისი ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიებისათვის ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებიდან სათანადო თანხების ( ერთ აქტიურ მომხმარებელზე _ 20 ლარი ) გადარიცხვა , ხოლო № 21 დანართით განსაზღვრულ იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახებზე სათანადო თანხების ( ერთ ოჯახზე _ 20 ლარი ) – არა უგვიანეს 2011 წლის 1 მაისამდე გადარიცხვა . ამავდროულად , სოციალური დახმარების მიმღებად განისაზღვროს № 21 დანართით განსაზღვრულ ოჯახში უხუცესი წევრი , ხოლო იმ შემთხვევაში , თუ ოჯახში ემთხვევა უხუცესი წევრების დაბადების თარიღი , მიმღებად განისაზღვროს რიგით პირველივე უხუცესი წევრი . “ ;

ბ ) განკარგულების მე - 6 პუნქტის „ბ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„ბ1 ) 39   532 კომპაქტურად განსახლების ობიექტებში მცხოვრები ( რეგისტრირებული ) იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახების სია № 21 დანართის შესაბამისად . “ ;

გ ) განკარგულების № 21 დანართით განსაზღვრულ „კომპაქტურად განსახლების ობიექტებში მცხოვრები (რეგისტრირებული) იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახების სიას“ დაემატოს იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახები ამ განკარგულების დანართის შესაბამისად .

პრემიერ - მინისტრი                               ნ . გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია