საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტების გამოთხოვის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
474
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-02-22
გამოქვეყნების თარიღი
2011-02-22
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტების გამოთხოვის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 474

2011 წლის 22 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტების გამოთხოვის შესახებ

„საპარლამენტო მდივნის შესახებ “ საქართველოს კანონის მე -4 მუხლის მე -5 პუნქტის „ზ “ ქვეპუნქტის შესაბამისად , საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანს გ . ხუროშვილს მიეცეს თანხმობა , რომ საქართველოს პარლამენტიდან გამოითხოვოს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი შემდეგი კანონპროექტები : „შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე“, „ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პარლამენტში წარდგენის თარიღია 25.09.07 , № 1/271).

პრემიერ- მინისტრი                                          ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია