საქართველოს კანონი
,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5, 18.01.2005, მუხ. 19) 64-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საზოგადოებრივი მაუწყებლობის არხზე კომერციული რეკლამა ან ტელეშოპინგი არ შეიძლება განთავსდეს დასვენებისა და უქმე დღეებში, აგრეთვე საუკეთესო დროს – სხვა დღეებში, გარდა სპორტული პროგრამების, საერთაშორისო ფესტივალებისა და კონკურსების ფარგლებში, საკონკურსო პროგრამების დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროისა.“.
მუხლი 2. ეს
კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2007 წლის 2 მარტი.
№4416–Iს