„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2423-IIს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2014-05-14
გამოქვეყნების თარიღი
2014-05-22
სარეგისტრაციო კოდი
010320000.05.001.017442
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს კანონი

 

 

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 55) 23-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის:

ა) „დ2“ ქვეპუნქტი:

„დ2) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა თავმჯდომარეების მრჩევლები და თანაშემწეები – არაუმეტეს თავმჯდომარეთა უფლებამოსილების ვადით;“;

ბ) „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა მოადგილეები – არაუმეტეს მინისტრთა უფლებამოსილების ვადით;“;

გ) „ვ1“ ქვეპუნქტი:

„ვ1) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა მრჩევლები და თანაშემწეები – არაუმეტეს მინისტრთა უფლებამოსილების ვადით;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

14 მაისი 2014 წ.

N2423-IIს

კრებსითი — სრული ვერსია