„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1017/01-52/ნ ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
461
მიმღები ორგანო
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2014-06-18
გამოქვეყნების თარიღი
2014-06-20
სარეგისტრაციო კოდი
020090000.22.034.016330
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1017/01-52/ნ ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ერთობლივი ბრძანება №461-/№01-38/ნ

2014 წლის 18 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1017/01-52/ნ ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1017/01-52/ნ ერთობლივ ბრძანებაში (ვებგვერდი, 31/12/2013წ., სარეგისტრაციო კოდი - 020090000.22.034.016268) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული №2 დანართის (ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულების მიერ  სისხლის სინჯის  აღების, შენახვისა და სათანადო საექსპერტო დაწესებულებისათვის გადაგზავნის წესები და ვადები) პირველი მუხლის პირველი  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გამოსაკვლევი პირი ვალდებულია სისხლის სინჯის აღების პროცედურის დაწყებამდე მის განმახორციელებელს წარუდგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ალკოტესტის შედეგის ამსახველი ქვითარი.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

შინაგან საქმეთა მინისტრიალექსანდრე ჭიკაიძე
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო

კრებსითი — სრული ვერსია