„ბორჯომის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 სექტემბრის №1833 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2012
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-10-13
გამოქვეყნების თარიღი
2011-10-13
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
„ბორჯომის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 სექტემბრის №1833 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება № 2012

2011 წლის 13 ოქტომბერი

ქ. თბილისი

  „ბორჯომის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 სექტემბრის № 1833 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63 -ე მუხლის შესაბამისად, „ბორჯომის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 სექტემბრის № 1833 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„ბორჯომის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხიდის მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე -18 მუხლის მე -2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტს გამოუყოს 1 000 000 (ერთი მილიონი ) ლარი, მათ შორის:

ა) ხიდის მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოების განხორციელების მიზნით – 978 000 (ცხრაას სამოცდათვრამეტი ათასი) ლარი და აღნიშნული სამუშაოების შესყიდვა ბორჯომის მუნიციპალიტეტმა,  „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით;

ბ)  ხიდის მშენებლობისა და  ინფრასტრუქტურის მოწყობის დეტალური არქიტექტურული პროექტისა და თანმდევი დოკუმენტაციის შესადგენად – 22 000 (ოცდაორი ათასი) ლარი და აღნიშნული სამუშაოების შესყიდვა ბორჯომის მუნიციპალიტეტმა, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე -3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.“.

პრემიერ‑მინისტრი                                                                                           ნ . გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია