„სააქციო საზოგადოება „საქართველოს სოფლის მეურნეობის კორპორაციის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №1577 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2010
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-10-13
გამოქვეყნების თარიღი
2011-10-13
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).00.000000
„სააქციო საზოგადოება „საქართველოს სოფლის მეურნეობის კორპორაციის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №1577 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება № 2010

2011წლის 13 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 „ სააქციო საზოგადოება „ საქართველოს სოფლის მეურნეობის კორპორაციის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს № 1577 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბ ამისად, „ სააქციო საზოგადოება „ საქართველოს სოფლის მეურნეობის კორპორაციის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს № 1577 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „ დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით სააქციო საზოგადოება „ საქართველოს სოფლის მეურნეობის კორპორაციის“ 100% წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულმა შპს „ საქართველოს სათბურების კომპანიამ“ სოფელ წეროვანში სასათბურე მეურნეობის რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებისა და მშენებლობის თანმდევი მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.“.

პრემიერ-მინისტრი                                   ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია