ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება № 2006
2011წლის 13 ოქტომბერი
ქ. თბილისი
სააქციო საზოგადოება „ საქართველოს სოფლის მეურნეობის კორპორაციის“ 100% წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული შპს „საქართველოს სათბურების კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხ ლის მე-3 პუნქტის „ დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებებ ის შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სააქციო საზოგადოება „ საქართველოს სოფლის მეურნეობის კორპორაციის“ 100% წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულმა შპს „ საქართველოს სათბურების კომპანიამ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგესა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში სასათბურე/საჩითილე მეურნეობების სამშენებლო სამუ შაოების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდ ვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური