შეტანილ იქნეს ცვლილება „ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №15 დადგენილების:
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტში და ჩამოყალიბდეს იგი შემდეგი რედაქციით:
„2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონით „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“, საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით, საქართველოს კანონით „სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ“, „მშენებლობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით, საქართველოს სხვა კანონებისა და მათგან გამომდინარე, სხვა ნორმატიული აქტების, აგრეთვე საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის სამართლებრივი აქტების საფუძველზე, დადგენილი წესის შესაბამისად“.
2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ საქართველოს კანონის შესაბამისად განახორციელოს ზომები მუნიციპალიტეტის მასშტაბით საამშენებლო საქმიანობის დარღვევებზე“.
|