|
„საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №11, 29.03.2005, მუხ. 68) მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის პენსიის დანიშვნის შესახებ განცხადებას ყოფილი პრეზიდენტის ოჯახის წევრი (წევრები) წარუდგენს (წარუდგენენ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარის ოჯახის წევრი (წევრები) – საქართველოს პარლამენტის აპარატს, ხოლო ყოფილი პრემიერ-მინისტრის ოჯახის წევრი (წევრები) – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას. 2. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საქართველოს პარლამენტის აპარატი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის პენსიის დანიშვნის შესახებ განცხადების მიღებიდან 14 დღის განმავლობაში აფორმებს დოკუმენტებს და პენსიის დასანიშნად წარუდგენს პენსიის დანიშვნის უფლების მქონე ორგანოს.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 2 მაისი 2014 წ. N2366-IIს |