საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1798
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-09-14
გამოქვეყნების თარიღი
2011-09-14
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1798

2011 წლის 14 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე

საქართველოს მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის თაობაზე მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების საფუძველზე გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში სხვადასხვა იურიდიული მომსახურების შესყიდვისა და შესაბამისი გადასახადებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამოუყოს 82 600 (ოთხმოცდაორი ათას ექვსასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.

პრემიერ-მინისტრი                                                             ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია