„ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს N1588 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1797
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-09-14
გამოქვეყნების თარიღი
2011-09-14
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს N1588 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1797

2011 წლის 14 სექტემბერი

ქ. თბილისი

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს N1588 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხ­ლის შესაბამისად, „ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვი­თა­რების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს N1588 განკარგუ­ლე­ბაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ტურისტული ინფრასტრუქ­ტურის განვითარების პროექტის ფარგლებში ანაკლიის ახალი ბულ­ვარის მშენებლობისათვის, ასევე მისი პოპულარიზაციისა და ტურის­ტული სეზონის სამუშაოების და მათთან დაკავშირებული ხარჯები­სა­თვის საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსა­ხორციელებელი პროექტების ფონდიდან შპს „ანაკლია‑განმუხუ­რი რესორტსს“ გადაურიცხოს 3 700 000 (სამი მილიონ შვიდასი ათასი) ლარი.“.

პრემიერ‑მინისტრი                                                            ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია