„ზოგიერთი საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №126 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1793
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-09-14
გამოქვეყნების თარიღი
2011-09-14
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„ზოგიერთი საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №126 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1793

2011 წლის 14 სექტემბერი

ქ. თბილისი

„ზოგიერთი საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №126 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად „ზოგიერთი საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №126 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) პირველი პუნქტის „ჯ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჯ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამინისტროს ორგანოების შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვროს არა უმეტეს 600 ერთეულით;“;

ბ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჯ1“ ქვეპუნქტი:

„ჯ1) საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივმა შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვროს არა უმეტეს 29 ერთეულით;“.

2. განკარგულების მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 6 სექტემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრი                                                            ნ.  გილაური

კრებსითი — სრული ვერსია