საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 270
2011 წლის 8 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის „ ვარდნილის და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტთან “ დაკავშირებით 2010 წლის 28 დეკემბერს გაფორმებული „ ფინანსური ხელშეკრულების “ (20 მლნ ევრო) სარატიფიკაციოდ წარდგენის თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების განხილვის შესახებ
1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადება საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის „ ვარდნილის და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტთან “ დაკავშირებით 2010 წლის 28 დეკემბერს გაფორმებული „ ფინანსური ხელშეკრულების “ (20 მლნ ევრო) სარატიფიკაციოდ წარდგენის თაობაზე.
2. „ სახელმწიფო ვალის შესახებ “ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად , ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის „ ვარდნილის და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტთან “ დაკავშირებით 2010 წლის 28 დეკემბერს გაფორმებული „ ფინანსური ხელშეკრულების “ (20 მლნ ევრო) საქართველოს პარლამენტში სარატიფიკაციოდ წარდგენის შესახებ.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური