ბავშვთა მკურნალობის აქციისა და ჰუმანიტარული ტვირთის მიღების ხელშეწყობის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
269
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-02-08
გამოქვეყნების თარიღი
2011-02-08
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ბავშვთა მკურნალობის აქციისა და ჰუმანიტარული ტვირთის მიღების ხელშეწყობის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 269

2011 წლის 8 თებერვალი

ქ. თბილისი

ბავშვთა მკურნალობის აქციისა და ჰუმანიტარული ტვირთის მიღების ხელშეწყობის შესახებ

გერმანიის ბავშვთა საერთაშორისო ორგანიზაცია „ ფრიდენსდორფ ინტერნაციონალის “ მიერ ბავშვთა მკურნალობის აქციისა და კავშირ „ ჯანმრთელი ბავშვების “ სახელზე გამოგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთის მიღების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს ქ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავის მომსახურების ხარჯების (საჰაერო ხომალდის სტარტი და დაშვება, აერონავიგაცია, საჰაერო უსაფრთხოება, სატერმინალო-სატვირთო მომსახურება) ანაზღაურება „ საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით სამინისტროს ცენტრალური აპარატისათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში (ორგანიზაციული კოდი – 35 01), 2011 წლის განმავლობაში, სულ – 3 აქცია.

პრემიერ-მინისტრი                                ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია