„საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2364-IIს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2014-05-02
გამოქვეყნების თარიღი
2014-05-16
სარეგისტრაციო კოდი
010190000.05.001.017426
„საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს კანონი

 

 

„საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაც­ნე, №19, 15.07.2004, მუხ. 85) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

   1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

   „მუხლი 2. საპარლამენტო მდივანი

  საპარლამენტო მდივანი არის საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ან სამინისტროს თანამდებობის პირი, რომელიც ახორციელებს ამ კანონითა და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.“.

  2. მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „7. საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე. იგი სამსახურებრივად ექვემდებარება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს.“.

  3. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „მუხლი 8. საპარლამენტო მდივნის საქმიანობის უზრუნველყოფა

  საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნისა და სამინისტროს საპარლამენტო მდივნის საქმიანობას უზრუნველყოფენ, შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და სამინისტროს აპარატის უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფები.“.

 

  მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

2 მაისი 2014 წ.

N2364-IIს

კრებსითი — სრული ვერსია