საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის უძრავი ქონების გაცვლის შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1956
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-10-08
გამოქვეყნების თარიღი
2011-10-08
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).00.000000
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის უძრავი ქონების გაცვლის შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება № 1956

2011 წლის 8 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის უძრავი ქონების გაცვლის შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად , მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომ   ფიზიკურ პირ მაია ცინცაძეს (პირადი №11001004035) საკუთრებაში გადასცეს ქ. ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე 150 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი – №64.23.02.292) ფიზიკურ პირ მაია ცინცაძის საკუთრებაში არსებული, ქ. ბორჯომში, მესხეთის ქ. №5-ში მდებარე 37.5 კვ.მ ფართობისა და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო №64.03.12.339 ა ) სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                                                                    ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია