|
„საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №53, 11.10.2010, მუხ. 339) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საკონსულო მოსაკრებელი გადაიხდევინება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ საკონსულო მოქმედების შესრულებისათვის ან/და საკონსულო მომსახურების გაწევისათვის.“; ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. თუ „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მესამე სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შექმნილია საქართველოს ინტერესთა სექცია, საკონსულო მოსაკრებელი გადაიხდევინება საქართველოს ინტერესთა სექციის მიერ საკონსულო მოქმედების შესრულებისათვის ან/და საკონსულო მომსახურების გაწევისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. 2. მე-3 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კონვერტაციის შემთხვევაში კონვერტაციის შედეგად მიღებული, საკონსულო მოსაკრებლის სახით გადასახდელი თანხა მრგვალდება მეტობით, მთელ ერთეულამდე.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მოქალაქეობის არმქონე პირი საკონსულო მოსაკრებელს გადაიხდის იმ ოდენობით, რომელიც გათვალისწინებულია იმ ქვეყნის მოქალაქისათვის, სადაც მოქალაქეობის არმქონე პირს აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.“. 3. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) სხვადასხვა სახის ცნობის გაცემა – 25 აშშ დოლარი;“; ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) საკონსულო თანამდებობის პირის მიერ ცნობის, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის, დიპლომის, ნიშნების ფურცლის, ატესტატის, სერტიფიკატის, პიროვნების საიდენტიფიკაციო დოკუმენტის, მართვის მოწმობის, საქართველოს მოქალაქეობისა და საქართველოში ბინადრობის ნებართვის საკითხებზე გადაწყვეტილების/დასკვნის თარგმანის შესრულება ან/და თარგმანის სისწორის დადასტურება – თითოეული გვერდისათვის 10 აშშ დოლარი;“; გ) „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს; დ) „კ.ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ.ზ) დოკუმენტის ასლის ან/და დოკუმენტიდან ამონაწერის დამოწმება ან/და სანოტარო მოქმედების შესრულების შემდეგ დაცული დოკუმენტის ასლის გაცემა – თითოეული გვერდისათვის 3 აშშ დოლარი;“. 4. მე-5 მუხლის: ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ“ ქვეპუნქტი: „ჟ) საქართველოს მოქალაქეები და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში და საკონსულო დაწესებულებებში ნასამართლობის შესახებ ცნობების აღებისას.“; ბ) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისა.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 2 მაისი 2014 წ. N2376-IIს |