საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №226
1998 წლის 10 აპრილი
ქ. თბილისი
ჯ. მარგველიძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჯემალ მარგველიძეს, რათა გამართოს მოლაპარაკება საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციისა და საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს საავიაციო ხელისუფლებებს შორის და ხელი მოაწეროს შესაბამის დოკუმენტებს.
ე. შევარდნაძე